Thursday, April 13, 2017

გაკვეთილის გეგმა

                                                               გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი თემა
სივრცული ფიგურები
სწავლების საფეხური
მეშვიდე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათ. VI.7.  მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·   ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·   აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);

მიზანი: მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა. ასახელებს მათ წიბო, წვერო, წახნაგის რაოდენობას. ფიგურების ელემენტების დასათვლელად იყენებს ეილერის ფორმულას.



წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან სიბრტყის ფიგურები (სამკუთხედი, კვადრატი, მართკუთხედი, რომბი, პარალელოგრამი, ტრაპეცია), მათი გამოსახვა.
შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
გაკვეთილის მსვლელობა

საორგანიზაციო საკითხი (2 წთ)

საშინაო დავალების შემოწმება (3 წთ)




წინასწარ  (10 წთ) :

გაკვეთილს ვიწყებ მოთელვით. დასახელებული თემისთვის აუცილებელი წინა ცოდნის გახსენებით. მოსწავლეებთან ერთად ვიხსენებთ ბრტყელ ფიგურებს:  მრავალკუთხედი, სამკუთხედი, კვადრატი,მართკუთხედი.


გამნავლობაში (10 წთ):

კლასს ავუხსნი  სივრცულ ფიგურებს, მოვიყვან შესაბამის მაგალითებს.მიზნის მისაღწევად საჭიროებისდა მიხედვით გავაკეთებ კომენტარებს მთელი კლასისთვის ან  მოსწავლეებს ინდივიდუალურად მივცემ მითითებას მომავალი სამუშაოს გასაუმჯობესებლად.


კლასს დავყოფ 5-6 კაციან ჯგუფებად და მივცემ ბარათებზე  მომზადებულ  დავალებებს. დავალების შესრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი პრეზენტაციას წარმოადგენს დაფასთან. აღწერენ შესრულებული სამუშაოს ყველა ნაბიჯს.  (15 წთ)



შეჯამება (2 წთ):

კითხვების საშუალებით შევამოწმებ რა დაამახსოვრდათ და რა აინტერესებთ დამატებიტ ამ თემასთან დაკავშირებით.

შეფასება (2 წთ)

საშინაო დავალება ( 1 წთ)




 

No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა

                                                               გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა სივრცული ფიგურები სწავლ...