გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
სივრცული ფიგურები
|
სწავლების საფეხური
|
მეშვიდე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
| |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათ. VI.7. მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
· აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
მიზანი: მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა. ასახელებს მათ წიბო, წვერო, წახნაგის რაოდენობას. ფიგურების ელემენტების დასათვლელად იყენებს ეილერის ფორმულას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან სიბრტყის ფიგურები (სამკუთხედი, კვადრატი, მართკუთხედი, რომბი, პარალელოგრამი, ტრაპეცია), მათი გამოსახვა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
| |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
| |
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხი (2 წთ)
საშინაო დავალების შემოწმება (3 წთ)
წინასწარ (10 წთ) :
გაკვეთილს ვიწყებ მოთელვით. დასახელებული თემისთვის აუცილებელი წინა ცოდნის გახსენებით. მოსწავლეებთან ერთად ვიხსენებთ ბრტყელ ფიგურებს: მრავალკუთხედი, სამკუთხედი, კვადრატი,მართკუთხედი.
გამნავლობაში (10 წთ):
კლასს ავუხსნი სივრცულ ფიგურებს, მოვიყვან შესაბამის მაგალითებს.მიზნის მისაღწევად საჭიროებისდა მიხედვით გავაკეთებ კომენტარებს მთელი კლასისთვის ან მოსწავლეებს ინდივიდუალურად მივცემ მითითებას მომავალი სამუშაოს გასაუმჯობესებლად.
კლასს დავყოფ 5-6 კაციან ჯგუფებად და მივცემ ბარათებზე მომზადებულ დავალებებს. დავალების შესრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი პრეზენტაციას წარმოადგენს დაფასთან. აღწერენ შესრულებული სამუშაოს ყველა ნაბიჯს. (15 წთ)
შეჯამება (2 წთ):
კითხვების საშუალებით შევამოწმებ რა დაამახსოვრდათ და რა აინტერესებთ დამატებიტ ამ თემასთან დაკავშირებით.
შეფასება (2 წთ)
საშინაო დავალება ( 1 წთ)
|