Thursday, April 13, 2017

გაკვეთილის გეგმა

                                                               გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი თემა
სივრცული ფიგურები
სწავლების საფეხური
მეშვიდე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათ. VI.7.  მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·   ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·   აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);

მიზანი: მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა. ასახელებს მათ წიბო, წვერო, წახნაგის რაოდენობას. ფიგურების ელემენტების დასათვლელად იყენებს ეილერის ფორმულას.



წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან სიბრტყის ფიგურები (სამკუთხედი, კვადრატი, მართკუთხედი, რომბი, პარალელოგრამი, ტრაპეცია), მათი გამოსახვა.
შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
გაკვეთილის მსვლელობა

საორგანიზაციო საკითხი (2 წთ)

საშინაო დავალების შემოწმება (3 წთ)




წინასწარ  (10 წთ) :

გაკვეთილს ვიწყებ მოთელვით. დასახელებული თემისთვის აუცილებელი წინა ცოდნის გახსენებით. მოსწავლეებთან ერთად ვიხსენებთ ბრტყელ ფიგურებს:  მრავალკუთხედი, სამკუთხედი, კვადრატი,მართკუთხედი.


გამნავლობაში (10 წთ):

კლასს ავუხსნი  სივრცულ ფიგურებს, მოვიყვან შესაბამის მაგალითებს.მიზნის მისაღწევად საჭიროებისდა მიხედვით გავაკეთებ კომენტარებს მთელი კლასისთვის ან  მოსწავლეებს ინდივიდუალურად მივცემ მითითებას მომავალი სამუშაოს გასაუმჯობესებლად.


კლასს დავყოფ 5-6 კაციან ჯგუფებად და მივცემ ბარათებზე  მომზადებულ  დავალებებს. დავალების შესრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი პრეზენტაციას წარმოადგენს დაფასთან. აღწერენ შესრულებული სამუშაოს ყველა ნაბიჯს.  (15 წთ)



შეჯამება (2 წთ):

კითხვების საშუალებით შევამოწმებ რა დაამახსოვრდათ და რა აინტერესებთ დამატებიტ ამ თემასთან დაკავშირებით.

შეფასება (2 წთ)

საშინაო დავალება ( 1 წთ)




 

შეფასების რუბრიკა


4
3
2
1
შინაარსის ცოდნა
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
ასახელებს მათ წიბო, წვერო, წახნაგის რაოდენობას.
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა.
მოსწავლეს არ შეუზლია სივრცული ფიგურის ამოცნობა.
დამაჯერებლობა
მოსწავლე ანსხვავებს ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს ერთმანეთისგან, არგუმენტირებულად ასახელებს მათ განმასხვავებელ ნიშნებს. ამტკიცებს ეილერის ფორმულას.
მოსწავლე ანსხვავებს ბრტყელ  და სივრცულ ფიგურებს ერთმანეთისგან,
არგუმენტირებულად ასახელებს მათ განმასხვავებელ ნიშნებს.
მოსწავლე ანსხვავებს ბრტყელ  და სივრცულ ფიგურებს ერთმანეთისგან ან ამტკიცებს ეილერის ფორმულას.
მოსწავლე  ვერ ანსხვავებს ბრტყელ  და სივრცულ ფიგურებს ერთმანეთისგან, ვერ ასახელებს მათ განმასხვავებელ ნიშნებს.
გრაფიკული გამოსახულებები და დიზაინი
მოსწავლეს პრეზენტაცია თანმიმდევრულად აქვს ჩამოყალიბებული; აღწერს ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს.ყოველი ფიგურასთან მოცემულია შესაბამისი ფიგურა.ყოველ ფიგურასთან აკეთებს მოკლე კომენტარებს  შემადგენელ ელემენტებთან დაკავშირებით.
მოსწავლეს პრეზენტაცია თანმიმდევრულად აქვს ჩამოყალიბებული; აღწერს ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს.ყოველი ფიგურასთან მოცემულია შესაბამისი ფიგურა.
მოსწავლეს პრეზენტაცია თანმიმდევრულად აქვს ჩამოყალიბებული; აღწერს ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს.
მოსწავლეს პრეზენტაცია თანმიმდევრულად აქვს ჩამოყალიბებული;
ტექნიკური ასპექტები
პრეზენტაციაში დაცულია მართლწერის წესები.საუბრისას იყენებს შესაბამის ტემბრს.დაცული აქვს დროის რეგლამენტი.
პრეზენტაციაში დაცულია მართლწერის წესები.საუბრისას იყენებს შესაბამის ტემბრს
პრეზენტაციაში სრულყოფილად დაცულია მართლწერის წესები.
პრეზენტაციაში  მეტ-ნაკლებად დაცულია მართლწერის საკითხები.
ჯგუფის მიერ შეტანილი წვლილი
მოსწავლე ითვალისწინებს ჯგუფის წევრების აზრს და გამოსთქვამს თავის მოსაზრებას. ერთად მიდიან კონსესუსამდე.
მოსწავლე ითვალისწინებს ჯგუფის წევრების აზრს და გამოსთქვამს თავის მოსაზრებას.
მოსწავლე ითვალისწინებს ჯგუფის წევრების აზრს.
მოსწავლე  მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს ჯგუფის წევრების აზრს.

Thursday, April 6, 2017

პროექტის აღწერა




1.პროექტის სახელწოდება: მათემატიკის გამოყენება ცხოვრებაში


2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მარტივი მათემატიკური გამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება, რომ ბუნებაში ყველაფერი უბრალო ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს.


3. პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია, არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან

4. პროექტის მიზნები: განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას და ინფორმაციის დახარისხებას.

5. მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 30 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები კვლევის პროცესში დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში; ისწავლიან მომნაცემების ცხრილებით გამოსახვას.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალამი, რვეული, ფანქარი, პლანშეტი, ფოტოაპარატი.


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად: 
     ერთი ჯგუფი გადის მაღაზიაში და ითვლის ერთი თვის განმავლობაში რამდენი კილო შაქარი გაიყიდა, ასევე შაქრის ფასის ცვალებადობას აკვირდებიან ერთი თვის განმავლობაში და ითვლიან პროცენტულ სახვაობას თვის დასაწყისიდან თვის ბოლომდე.
     მეორე ჯგუფის ბავშვები   მიდიან საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში და აკვირდებიან ტელევიზორის გაყიდვების კანონზომიერებას.
    მესამე ჯგუფი კი ითვლის 51 სკოლაში ჩარიცხულ ბავშვთა რაოდებობის მიხედვით რამდენი ბიჭია და რამდენი გოგო და ადგენენ მთელ სკოლაში მოსწავლეების რამდენი პროცენტია გოგო და რამდენი პროცენტი გოგო. 
    ბავშვების წარმოადგენენ პრეზენტაციას და ერთმანეთს გაუზიარებენ თავის კვლევებს.
     საბოლოო პრეზენტაცია შეფასდება რუბრიკით   

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარეხ ივანიძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marexi.ivanidze@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://treningi1-51skla.blogspot.com/

საინტერესო მათემატიკა

მათემატიკა

გაკვეთილის გეგმა

                                                               გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა სივრცული ფიგურები სწავლ...